მარნეულში თერმოსკრინინგი 60 000 ადამიანს ჩაუტარდა - ზაურ დარგალი
მარნეულის მასშტაბით თერმოსკრინინგი 60 000 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა. როგორც მერმა ჩვენთან საუბარში თქვა, ტემპერატურა დღემდე 30-მდე მოქალაქეს ჰქონდა. საველე ჰოსპიტალში 10 ადამიანი გადაიყვანდეს, რომლებსაც კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ.




24 მარტს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი „ჯეო ჰოსპიტალის“ გვერდით მოაწყო. უწყებას მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის გამართვა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები