EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის დირექტორი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას ეხმიანება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს რელიგიურ სამმართველო დესტრუქციულ ძალებად მოიხსენია და ისინი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

გთავაზობთ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძის სრულ კომენტარს მეუფე გიორგის განცხადებასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა, რომ მეუფე განსჯის შემოწმების, ჩვენთან დისკუსიის და დასაბუთების გარეშე იმეორებს იმ რიტორიკს, რომელსაც ულტრაკონსერვატიული ძალაფობრივი ჯგუფები (მაგალითად ქართული მარშისა და ლევან ვასაძის მომხრეები) აგრესიულად ავრცელებენ ეს დღეებია ჩვენს წინააღმდეგ. მე ვთავაზობ მეუფეს შეგხვდეს და ჩვენი ორგანიზაციისგან უშუალოდ გაიგოს ვინ ვართ, რა იდეები და ღირებულებები გვამოძრავებს.

ჩვენი ორგანიზაცია ადამინის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე მუშაობს. ჩვენი რესურსების ფარგლებში ვცდილობთ დავიცავთ ყველა ჩაგრული და ხმაწართმეული სოციალური ჯგუფის უფლებები და ინტერესები. ესენი მათ შორის არიან მშრომელები მძიმე ინდუსტრიაში, უსახლკარო ადამიანები, შშმ პირები, მძიმე ჰესების მშენებლობის რისკის ქვეშ მცხოვრები სოფლები, ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა სამართლიანობა ყველას, რაც გულისხმობს ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური დომინაციისგან თავისუფალ და თანასწორ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს ყველასთვისდა ჩვენ სხვა იდეა არ გაგვაჩნია.

არ იზიარებს ამ რწმენას მეუფე? არც კი ვიცი რა ვუპასუხო მას. უმცირესობებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური და ა.შ. კუთვნილებისა, უფლებები, საჭიროებები და ინტერესები თანასწორად მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, იმის გამო რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო (და უფრო მანამდე იმპერიული პოლიტიკები) გულგრილობას იჩენდა, საჭიროა სახელმწიფომ უფრო მეტი რესურსები და სპეციალური პოზიტიური მიდგომები გამოიყენოს მათთვის სამართლიანი გარემოს შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და მულტიკულტურული გარემო და პოლიტიკა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც მუსლიმები, ქრისტიანები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები თანასწორად ცხოვრობენ და ერთმანეთთან მჭიდრო კულტული დიალოგი და სოლიდარობის პრაქრიკები აქვთ. ის აზრი, რომ ეს ქართული მიწაა და აქ ეთნიკურად ქართველებს და მართლმადიდებლებს უპირატეს უფლებებს ან პოზიციებს აძლევს, არასწორია თავშივე. გადავხედოთ ჩვენს 1921 წლის კონსტიტუციას. დემოკრატიული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებს ყველაზე კარგად ესმოდათ რომ ერთიანი სახემწიფოს მშენებლობისთვის უმცირესობებისთვის თვითმყოფადობის დაცვისა და პოლიტიკური მონაწილეობის მაღალი გარანტიები საკვანძო პირობა იყო. ასე ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები, დამფუძნებელი მამები და არ ვიცი რა ტიპის ქართულ იდეაზე ლაპარაკობენ დღეს ქართული საქმის და ინტერესების მომხრე აგრესიული ჯგუფები. არ ვიცი როგორია მეუფის პოზიცია ამ საკითხზე. კარგი იქნება მეუფეს სწორედ ამ საკითხებზე დაუსვამთ შეკითხვებს. რადგან აქ ჩანს ჩვენ რა პრინციპებიდან ვხედავთ საკუთარ თავს.

მოდით ვილაპარაკებთ ქრისტიანული პერსპექტივითაც. იდეა, რომ ადამიანი ჩაგვრისგან უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის ქრისტიანული იდეაა. როცა ხედავ, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივი აზერბაიჯანელ თემში ბევრი პრობლემაა, მკვეთრად ჩამორჩენილი სოციალური ინფრასტრუქტურა (სასმელი წყალი, სარწავი წყალი, ბაღები, ბიბლიოთეკები), მკვეთრად სუსტი და ხარვეზიანი განათლების პოლიტიკა, სუსტი პოლიტიკური მონაწილეობა, რას აკეთებს ამ საკითხების დასაყენებლად და უმცირობებთან დიალოგისთვის თავად ეპარქია? როგორ უნდა გაამართოს ეპარქიამ მილიონობით აღებული ლარი ამ ღატაკი მუნიციპალიტეტიდან, სადაც არც სოციალური სერვისებია და არც ბაზისური სოციალური რესურსები?!

ჩვენი აზრია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები რელიგიურ ორგანიზაციებს რელიგიური მიზნებისთვის თანხებს არ გადასცემდეს და ამას ვასაჩივრებთ სასამართლოში. დიახ ჩვენ გვინდა რელიგიურად ნეიტრალური პოლიტიკა და ბიუჯეტი, უფრო დემოკრატიული, თანასწორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანია პოლიტიკური გარემოსთვის. ამ იდეას 1921 წლის კონსტიტუციას კი აღიარებდა, ისევ წარსულს რომ დავუბრუნდეთ. არ მესმის, რატომ არის რთული გასაგები ის აზრი, რომ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობა, როცა მუსლიმია უთანასწოროა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან (ხალხთან უშალო და ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლების რგოლიდან) მხოლოდ ქრისტიანული ეპარქიისთვის თანხების მიცემა.

რაც შეეხება ქუჩების კურთხევის საკითხს. ეს საკითხი, რომ არ გაგვისჩივრებია, იმედი მაქვს რომ მარნეულელებმა გაიგებს. ეს დეზინფორმაცია სწორედ ვასაძის და ქართული მარშის მომხრეებმა ორგნიზებულად გაავრცელეს. ამის შესახებ თქვენც დაწერეთ. დიდი მადლობა. ცხადია, რომ კურთხევის ეს ცერემონიალი რელიგიის თავისუფლების დაცული სფეროა. ჩემ პირად პოსტში ეს პრაქტიკა მარნეულში კულტურული დომინაციის პრაქტიკის კიდევ ერთ მაგალითად ჩავთალე. ამაზე მომავალში უფრო ფართედ დავწერთ. მე ადგილობრივი ეპარქიის ადგილას რომ ვყოფილიყავი ჩემს თანამოაქალაქეევს ჯერ ვკითხავდი რა უჭირდათ, მათ ახუნდებთან მივიდოდი და სწორედ მათთან საერთო მხარდაჭერის საჯარო პროცესს შევქმნიდი. ეს არის სოლიდარობა და თანასწორად საკუთარი თავის აღქმა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩვენ ცხელი ხაზი გვაქვს ამ მძიმე დროს და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სამართლებრივ და პოლიტიკურ დახმარებას ვწევთ. ყოველდღიურად ხელისუფლებას ვაწოდებთ ინფორმაციას და ვცდილობთ ადამიანებს დავეხმაროთ. ჩვენ ღიები ვართ ამ პროცესში შემოგვიერთდნენ მღვდლები, ახუნდებიც და ერთად ვიმუშავოთ უფრო სოლიდარული საზოგადოებისთვის. მე ასეთი ეკლესიის იდეის მჯერა და სწორედ ამ იდეის მატარებლ მღვდლებთან, იმამებთან, ახუნდებთან ვმუშაობთ კიდეც.“
- თამთა მიქელაძე

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები