სამირა ბაირამოვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას ეხმიანება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს რელიგიურ სამმართველო დესტრუქციულ ძალებად მოიხსენია და ისინი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

გთავაზობთ სამირა ბაირამოვას სრულ კომენტარს მარნეულის ად ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებასთან დაკავშირებით.

"თვენახევარზე მეტია, რაც სასამართლოში ჩემი და კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაციის სახელით, EMC-იმ სარჩელი შეიტანა მარნეულის საკრებულოას წინაღმდეგ, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების უთანასწორო და არასეკულარულ დაფინანსებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ 26 დეკემბერს მარნეულის ბიუჯეტი დამტკიცდა. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების და მოქალაქეების კრიტიკის მიუხედავად, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკა არ შეექმნა ბიუჯეტს, ეს ჩანაწერი ბიუჯეტში საკრებულომ მაინც დატოვა. ბიუჯეტი უთითებს, რომ აღნიშნული ხარჯის მიზანია „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება.“ ვფირობ, რომ დემოკრატულ სახელწიფოში რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რელიგიური მიზნებისთვის, საბიუჯეტო რესურსების გაცემა საერთოდ არ არის სწორი. ჩემი მოთხოვნაა, ამ თანხის გამოყენება შშმ პირების, სოციალურად დაუცველების და ეკომიგრანტების სასარგებლოდ მოხდეს. ჩვენ მუნიციპალიტეტში უამრავი სოციალური პრობლემაა და მერია, საკრებულო ამას ვერ პასუხობს. თვითონ ეპარქიაც და მუსლიმური ორგანიზაციებიც კი უნდა ეთანხმებოდნენ და ორგანიზდებოდნენ იმის გარშემო, რომ პირველ რიგში უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ გაჭირვებული ადამიანები. ეს პრაქტიკა დისკრიმინაციულიც არის. მარნეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 10 000 მეჩეთებისთვის და 400 000 ეპარქიისთვის. რა ლოგიკით ხდება რესურსების ასე გადანაწილება ჩვენს მუნიციპალიტეტში?! ცხადია, რომ ეს დისკრიმინაცაიულია.

რაც შეხება საჩივარს, საჩივარი, რა თქმა უნდა, არაა ეპარქიის წინაღმდეგ. სამწუხაროდ საჩივარს შინარსი არ იციან. ჩვენ მხოლოდ სახელმწიფოს ვთხოვთ საჯარო ინტერესების და კონსტიტუციური პრინციპების დაცვას. მე მარნეულის ჰუჯაბის გვერდზე დავინახე ცრუ ინფორმაცია და სოციალურ ქსელში გავაკეთე კომენტარი, თვითონ ჰუჯაბმა შეიყვანა შეცდომაში მოსახლეობა. არც ქუჩების კურთხვაზეა საუბარი არც სხვა საკითხებზე. ამიტომ კარგი იქნება თუ მეუფე დააზუსტებს დეტალებს და ისე გააკეთებს განცხადებას.

მე პირადად დავურეკე გიორგი ჯამდელიანს როდესაც მათ გვერდზე ეს ცრუ ინფორმაცია დავინახე. სამწუხაროდ არ მიპასუხა. მინდა ვთხოვო ყველას თავი შევიკავოთ მსგავსი გამცხადებისგან.

მთელი ეს დრო, ჩვენი თემი რასიზმის და ქსებოფობიის მძიმე ტალღებს იღებს. სამწუხაროა, რომ მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მომისმენია მეუფისგან. მე მსგავსი მხარდაჭერა მათგან არც წარსულში მახსოვს. აზერბაიჯანელების მხრიდან საკუთარი უფლებების და სამოქალაქო იდეების დაცვა პრობლემად არ უნდა მივიჩნიოთ?! სასამართლოში დავაში რაიმე უკანონოა?! კრიტიკის გზები და პოლიტიკური ჩართულობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ საკრებულოს წევრებს ჩვენი წუხილი გაეზიარებინა.... მე მგონია, რომ სწორედ ესე იქმნება დემოკრტიული სახელმწიფო. ეს დღეები ბევრი ქართველისგან ვიღებ მხარდაჭერის განცხადებას. მიხარია, რომ ჩვენ, ვინც სოლიდარობის და ჭეშმარიტი სამართლიანობის იდეებს ვიზიარებთ, ერთად ვართ დღეს ამ რთულ დროში. მინდა რომ სოლიდარობის ეს იდეები მესმოდეს სასულიერო პირებისგანაც."
-
სამირა ბაირამოვა


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები