სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებას ეხმიანება
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), სამირა ბაირამოვა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს რელიგიურ სამმართველო დესტრუქციულ ძალებად მოიხსენია და ისინი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

გთავაზობთ შეიხ მირტაგი ასადოვის სრულ კომენტარს მარნეულის ად ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით მარნეულის რაიონის ბიუჯეტიდან ქართული ეკლესიის მარნეულის (ჰუჯაბის) ეპარქიისთვის 400 000 ლარია გამოყოფილი და მეჩეთებს მხოლოდ 10 000 ლარი ეძლევათ, მოუხედავად იმისა, რომ მარნეულის მკვიდრთა უმრავლესობას სწორედ მუსლიმები წარმოადგენენ. ეს მიდგომა დისკრიმინაციული და არასამართლიანია. ამდენად, როგორ სრულიად საქართველოს მუსლიმტა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ, ასევე სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ და ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სწავლების ცენტრმა (EMC) გასულ თვეს სასამართლოს მივმართეთ. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში -საქართველოში არაფრით არ ვუჭერთ მხარს რელიგიურ დისკრიმინაციას, არამედ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ თავად ვხვდებით ასეთი მოქცევის მსხვერპლნი. არადა, როგორც მუსლიმურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ რელიგიათა და კონფესიათა დიალოგისთვის პირველებმა გადავდგით ნაბიჯები, მარიამობისას პირველებმა სწორედ ჩვენ დავიწყეთ მარნეულისა და თბილისის ეკლესიებში, სადაც კი ხელი მიგვიწვდა, მილოცვა და მილოცვის ნიშნად ვარდების დარიგება. ასევე არაერთხელ გამოვსულვარ ეკლესიაში სიტყვით, სადაც მეგობრობასა და თანასწორობაზე მილაპარაკია. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა გვერდით მაშინ დავმდგარვარ, როცა მათ ძალიან გასჭირვებიათ. აგრეთვე, მუსლიმურ ცერემონიალებზე თუ დღესასწაულებზე სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლები არაერთხელ მიმიწვევია. ცალკე შეკრებებში თავიანთი მრწამსის, ტრადიციების ჩვენთვის გაცნობას შევთხვოვივარ.

ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ამას საკუთარ თავზე, სხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, მუსლიმებიც ვგრძნობთ. გვსურს, რომ საქართველო სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის გახდეს მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორუფლებიანობის სივრცე.

აქვე შევთხოვ უზენაესს, რათა თავისი გულმოწყალებით მალე იხსნას ჩვენი სამშობლო და სრულიად კაცობრიობა covid-19-ისაგან ამინ.“
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი, სეიდ მირტაგი ასადდოვი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები