მარადისის ეკო-კლუბის თანადგომა მოსახლეობას
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის ეკო-კლუბი მოსახლეობას უფასო სალათის ფურცლებს სთავაზობს. ერთ მრავალშვილიან ოჯახს კი 100 ლარით დაეხმარება. ეკო კლუბს სათბური აქვს, რომელსაც ახალგაზრდები უვლიან და სალათის ფურცლები მოჰყავთ.



გადავწყვიტეთ რომ ამ სახით თანადგომა გამოგვეხატა მოსახლეობისთვის, აქამდე ჩვენს აგარიშეზე 100 ლარი შევაგროვეთ და ახლა ამ თანხას სოფელ ხიხანში მცხოვებ მრავალშვილიან ოჯახს გადავცემთ“-ამბობს ეკო კლუბის წევრი მელი ბოლქვაძე

მარადისის ეკო კლუბი ახლა მოხალისეს ეძებს, რომელიც ამ თანხას მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს და სალათის ფურცლებს მოსახლეობას დაურიგებს.



მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 მარტს, 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ავტორო: ედგარ მაზმანიანი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები