ჰოსპიტალში გადაყვანილ იქნა 10- მდე მოქალაქე და არც ერთს covid -19 არ დაუდასტურდა- მარნეულის მერი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი სოციალურ ქსელში ტერმოშემოწმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"29 მარტი, კარანტის მე 7 დღე მარნეულში.

დღეის მონაცემებით, მარნეულში თერმოსკრინინგი 80 788 ადამიანს ჩაუტარდა.

აქედან, 42 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე.

ჰოსპიტალში გადაყვანილ იქნა 10- მდე მოქალაქე და არც ერთს covid -19 არ დაუდასტურდა!
დარჩი სახლში!
ყველაფერი კარგად იქნება!"
- წერს დარგალი


მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ამ დროისთვის საკარანტინო ზონიდან მარნეულში დაინფიცირებული ქალის ოჯახის 4 წევრს დაუდგინდა კორონავირუსი, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთ ფეხმძიმ ქალს.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
Print