მარნეულის მერი ზემო ყულარელების პროტესტს ეხმიანება
29 მარტს სოფელ ზემო ყულარის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი მარნეულის მერიის მიერ პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგების წესს აპროტესტებდნენ. მოსახლეობა ამბობდა, რომ მერია დახმარებებს არასწორად ანაწილებს.

ზემო ყულარელების პროტესტს მარნეულის მერი ზაურ დარგალი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა:

„მეგობრებო, დარიგებული დახმარება სპეციალური კონტროლის ქვეშაა, ფოტოები და სია პირადად მე მომდის. რა თქმა უნდა, რამდენსაც მოვახერხებთ დავეხმარებით ყველას. მაგრამ, ასეთ დაძაბულ მადგომარეობაში ადამიანების გრძნობებით ვინც თამაშობს და ზემო ყულარის მოსახლეობის, ასეთ სარისკო დროს, ერთად შეკრების მიზეზი ვინც გახდა იცოდა, რომ კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ამ მდგომარეობის გამოყენებით საქმის გაკეთების მაგივრად პოლიტიკური ქულის შემგროვებლებმაც იცოდნენ, რომ ჩვენ მიზანი გვაქვს და ის მოსახლეობის დაცვაა და არა თქვენსავეთ ქულის დაგროვეა. ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, მარნეულელბისთვის მომუშავე ექიმებს, პოლიციელებს, თანამშრომლებს, ახალგაზრდებს ვუხდი მადლობას. ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ, დარჩით სახლშ!

ყველაფერი კარგად იქნება!“
- წერს მარნეულის მერი

მარნეულის მერიამ, ამ დროისათვის, სასურსათო პროდუქტით 1 000-მდე ოჯახი მოამარაგა.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა