ვის შეიძლება მიმართოთ მარნეულის მერიაში საჭირო ინფორმაციის მისაღებად
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მერიაში ვიზიტისაგან თავი შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში მერიის წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო „მარნეულს“ სხვადასხვა ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაცია გადმოგვცა.

მოქალაქეებს მათთვის საინტერესო საკითხების მოკვლევა ქვემოთ მოყვანილ საჯარო მოხელეებთან შეეძლებათ.

მოსახლეობის თერმო სკრინიგი - ლაშა ლობჯანიძე - 577 53 44 84 ;

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სურსათით მომარაგება- ადილ ალიევი - 599 39 09 34;

მოხალისეები - ბეთქილ ნავერიანი - 599 62 52 52; ადილ ალიევი - 599 39 09 34;

სადისტრიბუციო კომპანიების საკითხზე პასუხისმგებელი პირი მამუკა ნავერიანი - 551 77 79 88;

საკარანტინე სივრცეებზე პასუხისმგებელი პირი ზაურ ტაბატაძე- 599 51 51 44;

მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესახებ საკითხებზე - გიორგი მეურმიშვილი - 514 17 17 17;

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი - გელა მუმლაძე - 591 97 48 97;


საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები