70 წელს გადაცილებულებისათვის გარეთ გასვლა აიკრძალა
70 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის გარეთ გასვლა აიკრძალა. გარდაგამონაკლისის შემთხვევებისა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დღეს, 30 მარტს განაცხადა და აღნიშნა, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანები სახლიდან გავლენ იმ შემთხვევაში თუ გადაადგილდებიან მათ სახლთან მდებარე უახლოეს მაღაზიებში ან სამედიცინო დაწესებულებებში.

.აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“ –
განაცხადა პრემიერმა.


გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო მკაცრდება. , საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტი საათი. მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საგანგებო რეჟიმი საქართველოში 21 მარტიდან დაწესდა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის განიკურნა 18 ადამიანი.

Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123