კირეჩ-მუღანლოში 90 ოჯახს პროდუქტი დაურიგეს
დღეს, 31 მარტს, სოფელ კირეჩ მუღანლოში მუჰამედალი ფერეჯოვის და აგილ მუსაევის მხარდაჭერით ადგილობრივებს პროდუქტები დაურიგეს. 90 ოჯახისთვის გათვალისწინებული დახმარება სოფელში გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდა. დასარიგებელ პროდუქტებს შორის იყო ხორციც.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.









Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები