მარნეულის ცენტრალური ქუჩა კომენდანტის საათის პირველ წუთებში
დღეს, 31 მარტს, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ 30 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, გამოცხადდა კომენდანტის საათი - 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.

მარნეულის მკვიდრებმა რადიო "მარნეულს" მიაწოდეს ფოტოები თუ რა ვითარებაა მარნეულის ცენტრალურ ქუჩებში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან პირველ წუთებზე. ყველა სურათი გადაღებულია 21:00 - 21:16 საათის მონაკვეთში



მარნეულის ქართულენოვანი სკოლის მიმდებარე ტერიტორია


რუსთაველის ქ.   (ე.წ პლოშადი)







” ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება.

ეს კარანტინი ნიშნავს, რომ სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ისე ქალაქებს შორის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ უფრო მკაცრდება. , საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება კომენდანტი საათი. მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ.

საგანგებო რეჟიმი საქართველოში 21 მარტიდან დაწესდა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

Print