"მომავლის კლუბი" ხიხანში მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა
დღეს, 31 მარტს, "მომავლის კლუბი" ხიხანში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა.
" გადავეცით მცირეწლოვანი ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები.
ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ხელისუფლებისგან ამ დრომდე არანაირი დახმარება არ მიუღია, ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მარნეულის ხიხანის სათემო სახლს" - წერია მომავლის კლუბის "ფეისბუკ" გვერდზე.

საინიციატივო ჯგუფი - "მომავლის კლუბი" შეიქმნა 2016 წელს, რომელიც აერთიანებს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის აქტიურ ახალგაზრდებს. ჯგუფი ატარებს სხვადასხვა თემატურ შეხვედრებს და მართავს ფილმების ჩვენებებს.
"მომავლის კლუბის" საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო
თვითშეგნების ამაღლებას.


Print