ყიზილაჯლოში მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 30 მარტს, საღამოს საათებში მაღაზია გაქურდეს. მარნეულის ტელევიზიის ინფორმაციით,  სასურსათო მაღაზიიდან წაღებულია სალაროში არსებული თანხა და სხავადასხა საკვები პროდუქტი. 

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტრში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.   გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები