კორონავირუსით დაავადებული 79 წლის მარნეულელის მდგომარეობა სტაბილურია
14:37 / 01.04.2020
31 მარტს მარნეულიდან პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 79 წლის ქალის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა
ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალი კლინიკაში მწვავე
რესპირატორული გართულებებით შევიდა.
„ეს ქალბატონი კლინიკაში შემოვიდა პნევმოთორაქსით.
ჩატარდა ყველა ღონსძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია
გენმოდინამიკა აღდგენილია და იმყოფება რეანიმატოლოგებისა და
ინფექციონირების მეთვალყურეობის ქვეშ“ - განაცხადა
ლევან რატიანმა
31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი ორ
პაციენტს დაუდგინდა. „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა ტატა შენგელაიამ
რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ კორონავირუსზე პაციენტების ტესტირების
დადებითი პასუხი საავადმყოფოში დაახლოებით 11:00 საათისათვის
მიიღეს.
რადიო „მარნეული“