დახმარების მოლოდინში - მარტოხელები ქვემო სარალიდან
მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალში მცოვრები 62 წლის ნიზამ მამედოვი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ მარტო ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხოლო საჭირო მედიკამენტების შესაძენად თანხა არა.



მამედოვის მეზობლები ამბობენ, რომ მისი სოციალური მდგომარეობაც მძიმეა. სახლში საწოლისა და მაგიდის მეტი არაფერი აქვს. ნაზიმი, სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, თევზაობით ირჩენდა თავს და პურის ფულსაც ამით შოულობდა. მას მეზობლები ეხმარებიან, აძლევენ საჭმელს, მედიკამენტებს და სახლის საქმეებში ეხმარებიან.


ნაზიმის მსგავსად, მარტო ცხოვრობს 54 წლის ლეილა მანსუროვა. მეუღლის გარდაცვალების შემდგომ კომუნალურ გადასახადებსაც ვერ იხდის და სხვა საჭიროებებისათვისაც არ აქვს ფული.



„წამალს ვერ ვყიდულობ, მარტო დავრჩი, ავად ვარ. ფული არ მაქვს და ამის გამო შუქს მხოლოდ საღამოობით ვრთავ ხოლმე. 54 წლის ვარ და პენსიას ჯერ ვერ ვღებულობ. მომვლელი არავინ მყავს, არც არავინ არ მოდის. ვერ დავდივარ, ვერ ვმოძრაობ და ამირომ მუშაობაც არ შემიძლია.“ - ამბობს ლეილა მანსუროვა


მანსუროვამ დახმარების მისაღებად სოციალურ სამსახურსა და მარნეულის მერიასაც მიმართა, მაგრამ დღემდე მას არავინ დახმარებია.

ავტორი: კუბრა გარაჯაევა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები