მარნეულიშ თერმოსკრინინგი 95 000 ადამიანს ჩაუტარდა - ზაურ დარგალი
მარნეულის მასშტაბით თერმოსკრინინგი 95 000 ადამიანს ჩაუტარდა. განცხადება მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა ბრიფინგზე გააკეთა. 95 000 ადამიანიდან სიცხე 45-ს ჰქონდა, მათგან 10-ს კი კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები აღენიშნებოდა.

მარნეულის მერის განცხადებით, ათივე საეჭვო პაციენტს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. დადებითი შედეგი არცერთ მათგანზე არ დაფიქსირდა.

მარნეულის მერმა 31 მარტს მარნეულში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაადგინეს აღნიშნული პაციენტის კონტაქტები და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ოჯახების დახმარება. დღევანდელი დღის მონაცემებით, დილიდ მონაცემებით, ჩვენ დავეხმარეთ 1 350 ოჯახს, დღეს დამატებით დახმარებას მიიღებს დაახლოებით 1 300 ოჯახი და ოჯახების რაოდენობა გაიზრდება 2 700-მდე“ - ზაურ დარგალმა მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მერიას პირველადი მოხმარების პროდუქტების დარიგებასა და შეძენაში ეხმარება.

ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება 2 700 ოჯახზე და დახმარებას ყველა ის მარნეულელი მიიღებს, რომელსაც ესაჭიროვება.

მარნეულის მერმა ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთვარობის გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც მარტში, აპრილსა და მაისში ყველა აბონენტს რომელიც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს კომუნალური გადასახადები დაუფინანსდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები