კირაჩმუღანლოელი ქალი მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კომუნალურებთან დაკავშირებით არ ეთანხმება

კირაჩმუღანლოში მცხოვრები ზარიფა მამედოვა (სახელი მოგონილია) მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კომუნალურ ხარჯებთან დაკავშირბით არ ეთანხმება.

მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ. ზარიფა მსგავსი საშეღავათო ტარიფის წინააღმდეგია. მიზეზად კი საერთო სოციალურ-ეკონომიკურ გასაჭირს ასახელებს. ამბობს, რომ ის ოჯახები, რომლებიც 200 კილოვატზე მეტ დენს და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს ხარჯავენ, შესაძლოა იმავენაირად უჭირთ გადახდა, როგორც მათ, ვინც უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას ან ბუნებრივ აირს მოიხმარს.

„ჩემი მაღაზია არ მშაობს, ხელფასს არ ვიღებ, მე კომუნალური ხარჯები როგორ უნდა გადავიხადო ეს რანაირი კანონია? ზოგი ცოტას ბუნებრი აირს ან ელექტროენერგიას ხარჯავს და ფარავენ. იმ ოჯახებმა ა ქნან, სადაც 7-8 ადამიანი ცხოვრობს და მეტი საჭიროებები აქვთიქნება ოჯახში 7-8 კაცი ცხოვრობს და მეტს წერს ის ადამიანები რა უნდა ქნან?“- ამბობს შვიდსულიანი ოჯახის წევრი ზარიფა მამედოვა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა