მარნეულში, კარანტინის გაუქმების თაობაზე, მოსახლეობას დეზინფორმაცია ეგზავნება
„სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!

ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას“ -
ეს განცხადება დღეს, 1- ლ აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველმა , ნინო ლომჯარიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საკითხზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოახდინეს.



მსგავსი შინაარსის პოსტს აქვეყნებს მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ნუ გახდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი.

„დეზინფორმაციაა, ვიღაცამ საპირველაპრილო ხუმრობა მოინდოდა, მაგრამ არ უფიქრიათ, რომ ეს ხუმრობა ჯარიმას ექვემდებარება.“



შეტყობინეებები, რომელიც მოსახლეობამ მიიღო ამ შინაარსისა:

„ხვალიდან კარანტინი გაუქმდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა, რადგან მარეულში ტესტირების შდეგად კორონავირუსი არ დადასტურებულა“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელსა და რამდენიმე ვებგვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ხვალიდან უქმდება.

როგორც 1tv.ge-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები