ახალი აზროვნების ინსტიტუტმა სოფელ ხულდარასა და მოლაოღლიში პირბედეები დაარიგა
მარნეულის ორ სოფელში, ხულდარასა და მოლაოღლიში, ასაკოვან მოსახლეობას ერთხერადი და მრავალჯერადი ნიღბები, ხელთათმანები და ჰიგიენური სალფეთქები დაურიგეს.

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქამარან ეფენდიევის თქმით, მოხუცებისათვის კორონავირუსისაგან თავდაცვის სხვადასხვა საშუალებების დარიგებით ცდილობენ, რომ რისკჯგუფში ვირუსის გავრცელება თავიდან აიცილონ.

"ვიფიქრეთ, ამ ასაკივანი ადამიანების დაცვისთვის ჯერ მათთვის ნიღაბი და ხელთათმანია საჭირო. ჩვენც ჰიგიენური წესების დაცვით დავურიგეთ მათ ეს საშუალებები. ვცდილობთ ჩვენს და გარშემო სოფლებში მაცხოვრებლებს დავეხმაროთ" - ამბობს ქამრან ეფენდიევი

აღსანიშნავია, რომ საქართველოში 70 წელზე მეტი ადამიანების სახლიდან გასვლა აიკრძალა. მათ მხოლოდ ახლო მდებარე მაღაზიაში და აფთიაქში შეუძლიათ წასვლა. 31 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი. მოქალაქეებს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აღარ შეუძლიათ.







ავტორი: სახავატ ილიასოვი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები