3 აპრილიდან პენსიის აღება მარნეულის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი
3 აპრილიდან მარნეულის სოფლებში „ლიბერთი ბანკის“ მანქანა, რომლის მეშვეობითაც მოხუცებს პენსიის აღება ქალაქში ჩაუსვლელად შეეძლოთ, სიარულს დაიწყებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ლიბერთი ბანკის“ რეგიონალურმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ თქვა, 2 მანქანა მარნეულში დღეს, 2 აპრილს, შემოვა. ერთი მანქანა 3 აპრილიდან ბოლნისში, ხოლო მეორე მარნეულში იმოძრავებს.

„მანქანა განაწილდება სოფლებზე. გრაფიკი წინასწარ შედგება და სოფლის წარმომადგენლებს წინასწარ, დღეების მიხედვით, ეცოდინებათ თუ როდის შევა სოფლებში“ - გვითხრა თენგიზ სვანიძემ

„ლიბერთი ბანკის“ რეგიონალური დირექტორი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ადამიანი იჯდება „ლიბერთი ბანკის“ მანქანაში. ამბობს, რომ აღნიშნული ინფომრმაცია კონფიდენციალურია.

31 მარტიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალულია ერთი მანქანით 3-ზე მეტი პირის გადაადგილება. „ლიბერთი ბანკი“ პირველ აპრილს საქართველოს მთავრობასთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. უცნობია დარჩა თუ არა ბანკისათვის მთავრობის შეზღუდვა ძალაში.

რადიო „მარნეული“

Print