მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი პაციენტი წევს
2 აპრილს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მაღალი სიცხით ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელმა ტატა შენგელაიამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ პაციენტები განცალკევებულ პალატებშ არიან მოთავსებული და ამ ეტაპზე კლინიკა ინფექციონერებს ელოდებიან, რათა მათ კორონავირუსის ტესტირება ჩაუტარდეთ.

„დაახლოებით დღეს საღამოს, ან ხვალ დილით გვეცოდინება მათი ტესტების პასუხები. სულ 4 პაციენტია ჩვენთან, 45-დან 65 წლამდე, სამი კაცი და ერთი ქალი“ - გვითხრა ტატა შენგელაიამ

შენგელაია პაციენტების საცხოვრებელი ადგილების შესახებ ინფორმაციას ვერ აკონკრეტებს.

31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

რადიო „მარნეული“

Print