კორონავირუსით დაავადებული 79 წლის მარნეულელის მდგომარეობა კრიტიკულია
31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 79 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს, 2 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკული მდოგმარეობით შეიყვანეს და მას მკვეთრი წონის კლება აღებიშნებოდა.

„კლინიკურად სახეზეა სრული კახექსია, ანუ მკვეთრი წონის დეფიციტი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, წონის კლება აღენიშნა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ პაციენტს შემოყვანისთანავე დაუდასტურდა პნევმოთორაქსი, ჩატარდა ყველა მანიპულაცია“ - განაცხადა ლევან რატიანმა

მარნეულში კორონავირუსის პირველი დადსტურებული შემთხვევა 22 მარტს, 62 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარებობა შედარებით გაუმჯობესებულია. 31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდგინდა. „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორმა ტატა შენგელაიამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ კორონავირუსზე პაციენტების ტესტირების დადებითი პასუხი საავადმყოფოში დაახლოებით 11:00 საათისათვის მიიღეს

რადიო „მარნეული“

Print