უფასო პური მარნეულელებს
ქალაქ მარნეულში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრმა მოსახლეობისათვის ერთდღიანი აქცია დაიწყო და პურს უფასოდ არიგებს. როგორც რადიო მარნეულს მაღაზიის მეპატრონემ, ნიზამ კასუმოვმა უთხრა, ამ ფორმით მას საკარანტინო რეჟიმში და რთულ ვითარებაში აღმოჩენილი მარნეულელების დახმარება სურს.

„მოსახლეობის დასახმარებლად ეს საქმე გავაკეთეთ. რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ“

დღეს, 1 აპრილს, უფასო პური არაერთმა მარნეულელმა ოჯახმა მიიღო.

პურის გაცემის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეების დისტანციას აკონტროლებდნენ. უფასო პურის 20:00 საათამდე გაიცემა.

Print