„აზიზკენდში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა“ - რუსლან ჰაჯიევი
დღეს, 2 აპრილს აზიზკენდელმა აჰუდარ ჯულფაევმა 30 სოციალურად დაუცველ ოჯახს პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა თქვა, რომ საქველმოქმედო აქცია მისი ინიციატივით და აზიზქენდელების დახმარებით ჩატარდა.

ჰაჯიევი აცხადებს, რომ ისინი საქველმოქმედო აქციებს მარნეულის სხვა სოფლებშიც ჩაატარებენ და სოციალურად დაუცველებს დაეხმარებიან.

მარნეულში მძიმე სოციალური ფონი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოს მთავრობამ რაიონი, 23 მარტს, წითელ ზონად გამოაცხადა და მუნიციპალიტეტის შესავლელები ჩაკეტა. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მუნიციპალიტეტში მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა აკრძალულია, მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო "მარნეული"




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები