მარნეულის ბაზარში ხალხმრავლობა და პროდუქტებზე ფასების ზრდა შეიმჩნევა
ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების მიუხედავად დღეს, 2 აპრილს მარნეულის ცენტრალურ ბაზარში ხალხმრავლობა შეიმჩნევა. მოსახლოება ძირითადად კარტოფილს, ხახვს, კომბოსტოს და სხვა პროტუქტებს ყიდულობს. მყიდველები და გამყიდველები ამბობენ, რომ ძირითადად ფასის მატება ლიმონზე, ხილსა და ხახვზე შეიმჩნევა.

„ხახვი 2,50 ლარი ღირს და ამაზე მეტი რა უნდა იყოს კიდევ? ადრე 80 თეთრი ღირდა. ლიმონი 4 ლარიდან 9 ლარამდე გაზიარდა“

„1.50 ლარად ვიყიდე კარტოფილი. გუშინ რამდენად იყო არ ვიცი“

„როგორც ვატყობ ფასები მომატებულია მწვანილი, ვაშლი და ფორთოხალი გაძვირდა“


მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.



Print