სიახლე
2 აპრილს მარნეულიდან და ბოლნისიდან გაგზავნილ ტესტებზე პასუხები ცნობილია
დღეს, 3 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეო ჰოსპიტალში" კორონავირუსზე ჩატარებული 10 ტესტის პასუხები გახდა ცნობილი.

რადიო "მარნეულს" მარნეულის მერმა უთხრა, რომ ტესტების პასუხების მიხედვით, 9 მარნეულელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"დღეს მივიღეთ პასუხები. მარნეულელებს არცერთს არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. ვირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ბოლნისიდანაა" - გვითხრა ზაურ დარგალმა

2 აპრილს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში მაღალი სიცხით ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია