„ქართული ოცნება, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ხალხსითსვის“ - მაჰირ დარზიევი
„მე, ჩემი ოჯახი და ახლობლები კარანტინის წესებს ვიცავთ“ - ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პარლამენტის წევრმა მაჰირ დარზიევი განაცხადა.

მაჰირ დარზიევმა მარნეულელებს მიმართა და ურჩია, რომ კრანტინის წესების მიხედვით, სახლიდან არ გავიდნენ. თქვა, რომ მარნეულელებმა საკითხი სერიოზლად უნდა მიიღონ და ყველა წესი უნდა დაიცვან.

დარზიევისათვის მისასალმებელია საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილება მოსახლეობისათვის დენისა და გაზის გადასახადებზე შეღავათის დაწესებასთან დაკავშირებით.

„მეწარმეობასა და ბიზნეს სექტორებთან დაკავშირებით პაკეტებს ვამზადებთ. სოფლის მეურნებობისთვის შეღავათები იქნება. მე ვფიქრობ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ გუნდი რაც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტი ხალხის ჯანმრთელობა და შემდეგ ეკონიმიკაა. ქვეყანის მიერ გადადგმული ნაბიჯები მსოფლიოში მაგალითად ითვლება“ - ამბობს მაჰირ დარზიევი

„ბოლო დროს რისიც მჯერა იმ ციტატას გეტყვით - კარანტინის წესების დაუცველობა არის სამედიცინი ტერორი“ - აღნიშნას იგი.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები