მარნეულში საველე ჰოსპიტალს შლიან
მარნეულში, 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა აცნობა და თქვა, რომ „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინის რეჟიმი მოიხსნა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. იქიდან გამომდინარე, რომ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“ კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება, რეგიონში პაცენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება - თქვა ზაურ დარგალმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საველე ჰოსპიტალი განთავსება იგეგმება ბოლნისში, თუმცა, რადიო მარნეულთან საუბრისას ეს ინფორმაცია ზაურ დარგალმა არ დაადასტურა. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის, ტატა შენგელაიას თქმით, პაციენტების მიღებას ორშაბათიდან შეძლებენ. ამ ეტაპზე მათ კლინიკაში 62 საწოლი და ექვსი სასუნთქი აპარატია.

შენგელაიამ არ იცის თუ რამდენად საკმარისი იქნება ეს აღჭურვილობა კარანტინის რეჟიმის დროს. ამავე დაწესებულებას თითო ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი ჰყავს.
საველე ჰოსპიტალი მარნეულში 23 მარტს, კარანტინის  გამოცხადების დღეს გაშალეს. გახსნიდან დღემდე  ჰოსპიტალში 200-მდე პაციენტმა გაიარა შემოწმება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები