სიახლე
„ენმ-ს“ წევრებმა მარნეულის 100 სოცალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტები გადასცა (ვიდეო)

დღეს, 3 აპრილს, პარტია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის 100 სოციალურად დაუცველ ოჯახი პროდუქტებით მოამარაგა.


ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს „ენმ-ს „ მარნეულელმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა უთხრა. აქცია „ენმ-ს „ მარნეულის შტაბის წევრებმა დააორგანიზეს.

აზერ სულეიმანოვის თქმით, დახმარება იმამ ალის სახელობის მეჩეთის მეშვეობით გასცეს და მსგავსი აქტივობები სამომავლოდაც გაგრძელდება.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია