სოფელ წერეთელში შეჭირვებული ოჯახები ერთი თვის განმავლობაში პურს უფასოდ მიიღებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში შეჭირვებული ოჯახებისთვის პურს უფასოდ არიგებენ.
დღეში 125 პური შეჭირვებული ოჯახებისათვის ცხვება და თითო ოჯახზე 4 ცალი გაიცემა. მსგავსი აქცია, სავარაუდოდ, 1 თვე გაგრძელდება.



„სოფელში გაჭირვებული და მოხუცი ხალხი ცხოვრობს ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაცით დავეხმარო მათ ამ რთულ პერიოდში“- ამბობს მირზა ჩხიტუნიძე, რომელმაც სოფელში არსებული პურის საცხობი ფქვილით მოამარაგა. მირზა ჩხიტუნიძე კარანტინის რეჟიმამდეც ეხმარებოდა თანასოფლელებს და მათ კომუნალურების თანხას უხდიდა.

„27 მარტს დამირეკა მირზა ჩხიტუნიძემ და მითხრა, რომ ფულს გადმოგირიცხავო. ჯერ 10 დღის ფული გადმოგვირიცხა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გვერდში დგომისთვის“. -ამბობს წერეთლის ერთ-ერთი პურის საცხობის მეპატრონე



მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები