მერია საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს 60 დღის პროდუქტებს გადასცემს
მარნეულის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელევს საკვებ პროდუტებს სახლში მიუტანენ. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ.

"განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ყველა ბავშვის ოჯახი მიიღებს მარნეულის ბაგაბაღების გაერთიანების მხრიდან საკვები პროდუქტების მარაგს. საკვების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება". 

ზაურ დაგალის თქმით, 60 დღის საკვები პროდუტების გაცემაზეა საუბარი, რომლისთვისაც თვითმმართველობამ 130 000 ლარი გამოჰყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2016 აღსაზრდელია რეგისტრირებული. აღსანიშნავია რომ ჯერ კიდევ, 27 მარტს , რადიო "მარნეულს" უთხრეს, რომ მარნეულის მუნიციპალიეტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება, არდადეგების განმავლობაში, აღსაზრდელებს საკვები პროდუქტებით ვერ უზრუნველყოფდა.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები