მარნეულის მერი ხელფასიდან 1 366 ლარს, სამი თვის განმავლობაში, StopCov ფონდში გადარიცხავს
მარნეულის მერი ზაურ დარგალი სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის დადგენილების მიხედვით, მარნეულის მერის თანამდებობრივი სარგო, ყოველთვიურად, 4 100 ლარს შეადგენს. მარნეულის მერი მომდევნო სამი თვის განმავლობაში 4 100 ლარის 1/3-ს, 1366 ლარს, გადარიცხავს კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილ ფონდში.

„მსურს ჩემი გუნდის სახელით სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, შევუერთდე, "ქართული ოცნების", მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას და ამიტომ მზად ვართ, ჩემი პირადი, დამატებითი წვლილი შევიტანო ეპიდემიის პრევენციის საქმეში, და სამი თვის განმავლობაში ჩემი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხო კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა თანამდებობრივი სარგოს ნაწილის StopCov ფონდში გადარიცხვის შესახებ განცხადება ბრიფინგზე დღეს, 4 აპრილს, გააკეთა.

ბრიფინგზე ზაურ დარგალმა ასევე განაცხადა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 60 დღის პროდუქტს გადასცემს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.



რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები