მარნეულში 55 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში ერთ მარნეულელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ 4-5 აპრილს, კლინიკაში 6 პაციენტი შეიყვანეს კორონავირუსის სიმპტომებით. პაციენტების ტესტირების პასუხები დღეს, 6 აპრილს, გახდა ცნობილი.

„მარნეულის რეგიონიდან ერთ პაციენტს, 55 წლის ქალს, დაუდგინდა კორონავირუსი. ის უკვე გადაიყვანეს თბილისში. დანარჩენ პაციენტებს ვირუსი არ დაუდგინდათ“ - განაცხადა ტატა შენგელაიამ

3 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეო ჰოსპიტალში" კორონავირუსზე ჩატარებული 10 ტესტის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბოლნისიდანაა.

4 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალი, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაშლილი, დაშალეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ჯეო ჰოსპიტალს“ კარანტინი მოეხსნა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები