ბანკიდან აღებული კრედიტი თანასოფლელების დასახმარებლად
მარნეულის რაიონის სოფელ საიმერლოში პურს, ზეთსა და შაქარს უფასოდ არიგებენ. თანასოფლელების დახმარება შერმადინ ბოჭოიძემ რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა. ბანკიდან კრედიტი აიღო და მოსახლეობისათვის პროდუქტების დარიგება დაიწყო.

„1 000 პური საიმერლოს მოსახლეობას“, „პური, შაქარი, ზეთი უფასოდ სოფელ საიმერლოს მოსახლეობას“ - ეს წარწერები სოფელ საიმერლოს მაღაზიებსა და ქუჩებში აპრილის დასაწყისში გამოჩნდა.

განცხადება სოფელ საიმერლოს ერთ-ერთ მაღაზიაში

„ამ ეტაპზე ყველა მოსახლისათვის 1 000 პური მაქვს გაცემული. ამის გარდა, უკვე 150 ოჯახს დავეხმარე. ერთი კილო შაქარი, ორი პური და ერთი ლიტრი ზეთი მივეცით. დღეს 20-30 ოჯახისათვის დაგვრჩა პროდუქტები მისაცემი და ვფიქრობთ, რომ ამით დავასრულებთ“ - გვითხრა შერმადინ ბოჭოიძემ

შერმადინი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ერთმანეთს დაეხმარონ. ვისაც ამის საშუალება აქვს გაჭირვებულ ოჯახებს გარკვეული დახმარება გაუწიონ, რათა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი ყველამ ერთად ნახონ.

„კარგი იქნება, თუ ადამიანები გავერთიანდებით და გაჭირვებულ მოსახლეობას დავეხმარებით. ყველაზე მეტად გამიხარდება თუ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, ვინც გაჭირვებულებს დაეხმარება“ - ამბობს შერმადინ ბოჭოიძე

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. მუნიციპალიტეტში დაკეტილია ყველა ბიზნეს ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა. მარნუელის შესასვლელები ჩაკეტილია. მოქალაქეებისათვის მარნეულში შესვლა და გამოსვლა აკრძალულია.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები