მარნეულის ბაზარი სრულად დაიკეტა
მარნეულის ბაზარი სრულად დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" მერიაში დაუდასტურეს და უხრეს, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზინით მიიღეს. მარნეულის ბაზარი ორ ნაწილადაა გაყოფილი (ე.წ წინა და უკანა ბაზარი) . როგორც ჩვენთან საუბარში უკანა ბაზრის დირექტორმა ელგუჯა ხარშილაძემ განაცხადა, მათი ტერიტორია კვირას დაილუქა, თუმცა მოვაჭრეები გარეთ აგრძელებდნენ პროდუქტის გაყიდვას.

"კვირას დავკეტეთ, მერე ვნახეთ რომ ხალხი ქუჩაში იდგა და არ იცავდა არანაირ წესს და კვირას ისევ გავაღეთ, მერე ისევ დავკეტეთ",
- თქვა ბაზრის დირექტორმა და აღნიშნა, რომ ბაზრის უკანა ტერიტორია სრულად დღეს, 6 აპრილს , დილის საათებში დაკეტეს. წინა ბაზარი კი რამდენიმე დღეა, რაც მოვაჭრეებს აღარ იღებს. 

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები