მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე
სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის
დადგენილების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო, ყოველთვიურად, 4 100 ლარს
შეადგენს. მომდევნო სამი თვის განმავლობაში 4 100 ლარის 1/3-ს, 1366
ლარს, ამირან გიორგაძე კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილ ფონდში
გადარიცხავს.
აღსანიშნავია,
რომ მარნეულის მერი ზაურ დარგალი ხელფასის 1/3-ს ასევე StopCov ფონდში
გადარიცხავს. მარნეულის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს
იდენტური ხელფასი აქვთ.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23
მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც
მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების
წყარო მაშინ ვერ დადგინდა.