გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარნეულელ გაჭირვებულებს სურსათი გამოუგზავნა

დღეს, 6 აპრილს, გარდაბანის მუნიციაპლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი მარნეულში 100 გაჭირვებულ ოჯახს სასურსათო პროდუქტებით დაეხმარა.



სავალან მირზოევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ის მრავალშვილიან და საოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადებისა და ჩაკეტვის გამო მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალური ფონი შეიქმნა, მან მარნეულელების დახმარებაც გადაწყვიტა.

„ჯამში 600 სასურსათო პაკეტი მოვამზადეთ. 500 გარდაბანში დარიგდება, 100 კი მარნეულში. ვცდილობ, რომ გარდაბანში ყველა გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარო„

მირზოევი ასევე გვიყვება, რომ მოსახლეობის დახმარების კამპანიაში მის სამეგობროც არის ჩართული.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები