მარნეულის საკრებულოდან 52 ადამიანი ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანაშომლები და წევრები სამი თვის განავლობაში ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 6 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, საკებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ნავერიანმა განაცხადა . 

„ვუერთდებით პარტია „ქართული ოცნების“ სოლიდარობის ინიციატივას. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ხუთი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე , სამი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ხუთი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის 37 თანამშრომელი, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასის 1/3 -ს გადავრიცხავთ ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში. ამ ინიციატივისთვის მადლობას გიხდით ყველას“ – თქვა მამუკა ნავერიანმა და აღნიშნა, რომ StopCov ფონდში საკრებულოდან ჯოველთვიურად ჯამში 11 000 ლარი გადაირიცხება

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერი ზაურ დარგალი ხელფასის 1/3-ს ასევე StopCov ფონდში გადარიცხავს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

გთავაზობთ 6 აპრილის საკრებულოს ფეისბუკ ლაივს:



გარეკანის ფოტო: მარნეულის საკრებულო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები