მოსავლის აღების დრო სოფლებში - სარეალიზაციო ადგილები დახურულია

71 წლის აივაზ შარაევი სოფლე ქუთლიარიდანაა. წლების სოფლის მეურნეობითაა დაკავებული.

სათბურში კიტრი, პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. აივაზი გვიყვება, რომ სათბურში მუშაობა დეკემბერში დაიწყეს. წელს 10 000 კიტრის ჩითილი დათესეს და ახლა პირველი მოსავალიც მოვიდა. აივაზმა დღეს გაიგო, რომ მარნეულის ბაზარი მთლიანად დახურეს. ამბობს, რომ ესმის ბაზრის დაკეტვის მიზეზი და მიესალმება ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს, მაგრამ მეორე მხრივ, მას სხვა პრობლემები დაემატა. არ იცის თუ როგორ არჩინოს ოჯახი და სად წაიღოს მოყვანილი მოსავალი.

„10 000 ჩითილი დავთესე სათბურში, წამლები, მოვლა, ამ ყველაფრისთვის 6 000 ლარი დამეხარჯა. ამოღება ცოტა დავაგვიანე კიდევაც. ახლა ეს თუ ვერ გავყიდე, რა უნდა გავაკეთო? სახელმწიფო პროგრამით ვისარგებლეთ და კრედიტი ავიღეთ. სულ არ მინდოდა, მაგრამ მოგვიწია. ეს ფული ხომ დასაბრუნებელია. ოჯახი რითი ვარჩინო? ძალიან ვთხოვ გახსნან ბაზარი, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოვახერხო“ - ამბობს ფერმერი

ქუთლიარელი ფერმერების უმეტესობა თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს. მათაც, ისევე როგორც აივაზმა, არ იციან თუ სად წაიღონ მოსავალი.

„თვის ბოლომდე ამოსაღები მაქვს კარტოფილი. იქნებ გამოსწორდეს სიტუაცია თვის ბოლოს და გაყიდვაც მოვახერხოთ. სხვა შემთხვევაში ხელში დაგვრჩება ეს ყველაფერ. მარტოხელა ქალი ვარ რომელიც მიწით ჭამს პურს. მთავარია არ დაგვრჩეს ეს ასე“ - გვიყვება ქუთლიარელი ფერმერი ქალი

„ყველა მიწაზე ვმუშაობთ, კიტრი, პომიდორი. ეს უნდა გაიყიდოს აბა რითი ვიცხოვროთ? აქ სოფელში ჩვენ ამით ვცოცხლობთ“ - გვიყვება ქალი სათბურში მუშაობის დროს

სოფელში ყველა ფერმერმა გამოთქვა უკმაყოფილება ბაზრის დახურვის გამო. მათ ახლა უნდა იფიქრონ, თუ სად გაყიდონ პროდუქცია, როგორ ირჩინონ თავი და როგორ გადაიხადონ ბანკის ვალები.

მარნეული მკაცრი კარანტინის ზონად, 23 მარტს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. მანეულში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. მარნეულის ბაზრის ნაწილი კი დღეს, 6 აპრილს, დაიხურა. ბაზრის დირექტორის თქმით ბაზარში ვერ იცავდნენ რეკომენდირებულ დისტანციას და უსაფრთხოების ზომებისთვის და სწორედ ამიტომ მოუწიათ ბაზრის დახურვა.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები