პლატფორმა „სალამი“ კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
პლატფორმა „სალამის“ ქვემო ქართლის მოხალისეები ბოლნისიდან, მარნეულიდან და გარდაბანიდან , აზერბაიჯანულ ენაზე კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ. მოხალისეები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აუხსნიან თუ რისთვის ტარდება თერმოსკრინინგი და რა შეზღუდვები მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში. 

ასევე, საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, მოხალისეები მიუსაფარ ძაღლებს საჭმელს დაუტოვებენ. მათ ერთ-ერთ კომპანიას მიმართეს და 300 კილო ძაღლის საკვები უფასოდ მიიღეს.



"Marneuli" Radiosu
Print