საქველმოქმედო ფონდი „ემინ“-ი ობლად დარჩენილი ბავშვების დახმარებას აგრძელებს
2019 წელს დარეგისტრირებული საქველმოქმედო ფონდი „ემინ“(ერთგული) ობლად დარჩენილი ბავშვების დახმარებისთვის ფულს აგროვებს. ობოლ ბავშვებს, რომლბსაც ახლო ნათესავებთან  უწევთ ცხოვრება, ფულად დახმარებას უწევენ.

მიუხედავად იმისა ,რომ დღეს კორონავირუსისგან მძიმე ვითარება შეიქმნა და ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ამ თვეშიც მოხერხდა თანხის შეგროვება 17 წლამდე 47 ბავშვისათვის.
ფონდის დამფუძნებელი მაჰირ მამმადოვი ამბობს, რომ 47 ბენეფიციარისთვის 50-50 ლარის თანხის ჩარიცხვა მოხერხდა.

„ მიუხდევად კრიზისისა , თანხები ირიცხება, ცოტაც რომ იყოს , ბოლნისი, დმანისის და მარნეულის ბავშვებს დახმარება ამ თვეშიც შევძელით. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ქვეყანაში სიტუაციაც დასტაბილურდება“


ფონდის ხელმძღვანელი მაჰირ მამმადოვი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ კრიზისულ დროს დაეხმარონ ობლად დარჩენილ ბავშვებს და თანხები მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ: GE38BG0000000161337122

ავტორი:დურდანა ხუნდიევა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები