სიახლე
მარნეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა, სავარაუდოდ, 13 აპრილიდან დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს 60 დღის პროდუქტს, სავარაუდოდ, მომვალი ორშაბათიდან (13 აპრილი) მიაწვდიან. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა უთხრა და აღნიშნა, რომ ჯერ რამდენიმე ეტაპი აქვთ გასავლელი.

„ახლა, მოლაპარაკებები მიდის მომწოდებელთან. იცით, სიტუაცია შეიცვალა და გართულდა ტრანსპორტირება. ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიოთ და ყველანაირი საკმაისად რომ იყოს მარაგი. ამის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი განაწილება და დარიგება“

ზაურ ქარაოვმი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს თუ რა პროდუქტებს გადასცემენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს, თუმცა ამბობს, რომ ნობათის გადაცემა ერთიანად ნაკლები კომუნიკაციის და კონტაქტის გარეშე მოხდება.

„ვეცდები ხალხთან კონტაქტი ნაკები იყოს. რაც შეეხება პოდუქტების გაცემას, ვისაცექნება საშუალება და შეეძლება, რომ ბაგა ბაღამდე მოვიდეს, იქიდან გავატანთ საკვებს. ვისაც არა, ჩვენ სახლამდე მივუტანთ. ამ სიტუაციას ბაღის გამგეები და პედაგოგები დაარეგულირებენ. ყველას აქვთ მშობლის ნომრები და გაარკვევენ სიტუაციას“

საბავშვო ბაღის აღსაზრდელების  საკვებ პროდუტებით მoმარაგებაზე ინფორმაცია მარნეულის მერმა,  ზაურ დარგალმა,  4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ.

"განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ყველა ბავშვის ოჯახი მიიღებს მარნეულის ბაგაბაღების გაერთიანების მხრიდან საკვები პროდუქტების მარაგს“

ზაურ დაგალის თქმით, ორი თვის საკვები პროდუქტისათვის თვითმმართველობამ 130 000 ლარი გამოჰყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2016 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია