მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუისის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუისი 62 წლის ბოლნისელ კაცს დაუდასტურდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ 7 აპრილს ჰოსპიტალში კორონავირუსის ტესტირება 7 ადამიანს ჩაუტარდა. დღეს, 8 აპრილს, ჰოსპიტალში მიღებული ტესტირების პასუხების მიხედვით, კორონავირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდგინდა.

4-5 აპრილს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალში" კორონავირუსის სიმპტომებით 6 პაციენტი შეიყვანეს. მათგან ერთს, 55 წლის მარნეულელ ქალს, კორონავირუსი 6 აპრილს დაუდგინდა.

3 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეო ჰოსპიტალში" კორონავირუსზე ჩატარებული 10 ტესტის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბოლნისიდანაა.

4 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალი, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაშლილი, დაშალეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ჯეო ჰოსპიტალს“ კარანტინი მოეხსნა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები