სოციალური დახმარების აღდგენის მოლოდინში პურის გარეშე დარჩენილი სურმანიძეები
55 წლის ნარგიზ სურმანიძის რვასულიანი ოჯახი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში ცხოვრობს. შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა დღეს პურიც ჭამაც ვერ მოხერხეს. ფქვილი, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე კილო მოაწოდა ოჯახს უკვე გამოელია. დარჩენილ მაკარნოს კი ყოველდღიურად იზოგავენ.

„დღეს ფქვილი არ მაქვს რომ პური გამოვაცხო და ბაღნებს (ბავვები) ვაჭამო. ორჯერ დაგვირიგეს მაკარონი , ზეთი და რაღაც-რაღაცები. აი, დღესაც რომ გავიღვიძე და ავდექი ერთჯერადი დახმარების პაკეტი გავხსენი მაკარონი გავაკეთე, მაწონი მქონდა და ვჭამეთ მთელმა ოჯახმა. პური არ გვქონდა, არ ვიცი ეს მაკარონიც რამდენ ხანს გვეყოფა კიდევ“

8 სულიან ოჯახს სოციალური დახმარება მას შემდეგ შეუჩერდა, რაც ოჯახი ოროდ გაიყო და ნარგიზის შვილი სხვა საცხოვრებელში სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად გადავიდა. ნარგიზი, მისი მეუღლე და კიდევ ერთი შვილი კი ცალკე ცხოვრბს,თუმცა ერთმანეთთაn ახოლს. ყოველდღიურად გაკეთებულ საჭმელს ერთმანეთს უზიარებენ.

„სოციალურ დახმარებაზე ვიყავით დამოკიდებული. ორი თვე არ აგვიღია ფული და ვართ მშივრები. ორად რომ გაიყო ჩვენი ოჯახი ჩემი მეულე სოციალური მომსახურების სააგენტოში მივიდა მარნეულში. მერე კომისია ამოვიდა ჩვენ შევამოწმა და ქულაც მოგვანიჭეს, (მარტის თვეში) მაგრამ დახმარება ჯერ არ მოგვსვლია. ჩემი ბიჭის ოჯახში ჯერ სოციალური აგენტი არ მოსულა. გვითხრეს ჩამოვიდეს, განაცხადი შემოიტანოსო, მაგრამ ტრანსპორტი არ მუშაობს და ვერ მიდის ჯერ“

ნარგიზი და მისი მეუღლე არც პენსიონრები არიან, რომ რამე სხვა შემოსავალი ჰქონდეთ . ახლა უკვე, ფაქტობრივად, ორი უჯახი ერთი ძროხის იმედზეა, რომელიც მაქსიმუმ ორ ლიტრს თუ იწველის.

„სოციალური დახმარების იმედი გვაქვს. ალბათ დაგვენიშება. ეგეც რომ არ დაგვენიშნოს სულ წყალწაღებულები ვიქნრბით“ - თქავა ნარგიზ სურმანიძე

როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციალიტეტის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განუცხადეს, სოციალური დახამრება ოჯახზე კანონის შესაბამისად , ქულის მინიჭებიდან მომდევნო თვის პირველი თვიდან გაიცემა. გამოდის, რომ ნარგიზ სურმანიძის ოჯახი კუთვნილ დახმარებას, სავარაუდოდ, მაისის თვეში მიიღებს. მისი შვილის ოჯახს კი მარნეულში ჩასვლა და განაცხადის დაწერა მოუწევს, რის შემდეგაც სოციალური აგენტი ოჯახში შესამოწმებლად მივა. მანამდე კი სულმანიძეების ოჯახი სხვისი დახმარების იმედად რჩებიან.

რაც შეეხება ოჯახის ხელახლა დახმარებას, როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დმატებითი საკვების გადაცემა , თუმცა ამისათვის ოჯხმა სოფლის რწმუნებულს უნდა მიმართოს და მათი საკითხი მერიამ განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ კორონვირუსთან საბრძოლველად ადგილობრივმა თვითმმართველობამ 300 000 ლარი გამოჰყო.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
თეგები: covid-19
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები