"ლიბერთი ექსპრესის" მარნეულის სოფლებში გადაადგილების გრაფიკი ცნობილია
„ლიბერთი ექსპრესმა“ მარნეულის სოფლებში მოძრაობა 3 აპრილიდან განაახლეა.

„ლიბერთი ბანკის“ მანქანების მეშვეობით სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას პენსიისა და სოციალური დახმარებების აღება ქალაქში ჩაუსვლელად შეუძლიათ.

8 აპრილამდე „ლიბერთი ექსპრესი“ მარნეულის 12 სოფელში ჩავიდა. სადახლო, თამარისი, წერეთელი, საიმერლო, ყიზილაჯლო, კაჩაგანი, კასუმლო, აღმამედლო, შაუმიანი, დევნილების დასახლება, სიონი და წერაქვი - ეს იმ სოფელთა ჩამონათვალია, სადაც „ლიბერთი ექსპრესი“ აპრილში უკვე მივიდა.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში შეგიძლიათ იხილოთ, თუ როდის მოვა „ლიბერთი ექსპრესი“ თქვენს სოფელში.

ქვემო სარალი, ზემო სარალი, ახალო ლალო, დამია გიურახი - 10.04.2020

საბირქენდი, ალგეთი, ტაზაკენტი, აზიზკენდი - 11.04.2020

დამია, კიროვკა - 13.04.2020

ბაიდარი, ქუტლიარი, დიდი მუღანლო - 14.04.2020

წოფი, გულიბაღი, ხოჯორნი, ახკერპი - 15.04.2020

პირველი ქესალო, მეორე ქესალო, ქაფანახჩი, ილმაზლო - 16.04.2020

ზემო ყულარი, ქვემო ყულარი, კიროვკა - 21.04.2020

არაფლო, ენიკენდი, სეიდ გოჯალო, კუშჩუ - 22.04.2020

ლეჟბადინი, ქერეჩ მუღანლო, ქესალო - 24.04.2020

„ლიბერთი ექსპრესი“ სოფლებში 10:00 საათიდან 17:30 საათამდე ივლის.


Print