კორონავირუსი: მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ანალიზები ორ პაციენტს აუღეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან დღეს, 9 აპრილს, კორონავირუსზე ტესტირება ორ ადამიანს ჩაუტარდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკის დირექტორმა ტატა შენგელაიამ თქვა, რომ პაციენტები მარნეულიდან არიან და მათი ტესტის პასუხები ხვალ, 10 აპრილს, იქნება ცნობილი.

8 აპრილს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუისი 62 წლის ბოლნისელ კაცს დაუდასტურდა.

4-5 აპრილს ამავე საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 6 პაციენტი შეიყვანეს. მათგან ერთს, 55 წლის მარნეულელ ქალს, კორონავირუსი 6 აპრილს დაუდგინდა.

3 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და "ჯეო ჰოსპიტალში" კორონავირუსზე ჩატარებული 10 ტესტის პასუხების მიხედვით, კორონავირუსი ერთ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ბოლნისიდანაა.

4 აპრილს, მარნეულის საველე ჰოსპიტალი, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაშლილი, დაშალეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ჯეო ჰოსპიტალს“ კარანტინი მოეხსნა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები