სიახლე
მარნეულის მერი მოსახლებას სთხოვს ინფრომაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიიღონ
23 მარტიდან, მას შემდეგ რაც მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა და დაიხურა, კორონავირუსის შესახებ მარნეულში არა ერთი დეზინფორმაცია ვრცელდება.

ერთ-ერთი პირველი დეზინფორმაცია, რაც მოსახლეობაში გავრცელდა ქალაქის თვითმფრინავების მეშვეობით დეზინფექცია იყო.

შემდეგ, გავრცელდა ამბავი, რომ თითქოსდა პრემირმინისტრმა განაცხადა, რომ მარნეულში კარანტინი 1-ლი აპრილიდან უქმდებოდა და მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეულებისამებრ გადაადგილებულიყო.

მარნეულის მერს თავად უწევდა ამ ყალბი ინფორმაციის გაქარწყლება.

„მარნეულის მოსახლებას ძალიან ვთხოვ, გადაუმოწმებელ ინფრომაციას არ ენდოს. მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობილ ინფორმაციას გაეცნოს“ - ამბობს მარნეულის მერი

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია