თაქალოს სკოლაში, 9 აპრილს, დისტანციური გაკვეთილები არ ჩატარდა
9 აპრილის მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. ტრადიციულად, ეს დღე სკოლებში უქმე დღედაა გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის კარები მოსწავლეებისათვი უკვე რამდენიმე კვირაა დაკეტილია და ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებათ, დღევანდელი დღე გამონაკლისი არ იყო. დღესაც, ისევე როგორც სხვა წლებში, 9 აპრილი მოსწავლეებისათვის უქმეა.

თაკალოს სკოლის უფროსკლასელებმა თხოვნით მიმართეს მასწავლებელს, რომ დღეს ონლაინ გაკვეთილები არ ჩატარებულიყო.

„მასწავლებელს მივმართეთ თხოვნით, მან ჩვენ გაგვიგო და დღევანდელი გაკვეთილი გააუქმა“ - გვიყვება მე 12 კლასის მოსწავლე რუგია გასიმოვა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა უთხრა, რომ დღეს სკოლები ისვენებენ.

მარნეულის ყველა სკოლაში, გამონაკლისების გარეშე, დღევანდელი დღე უქმეა, თაქალოს სკოლის უფროსკლასელებმა კი ეს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად აღიქვეს.


Print