თვითიზოლაციაში მყოფი ოჯახები პროდუქტებით მომარაგებას მერიისაგან ითხოვენ

გასულ კვირას კირაჩ მუღანლოელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა.

მისი ოჯახი, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

ინფიცირებულ ქალს ოთხი ოჯახის წევრი ჰყავს. გვიყვებიან, რომ პოლიციამ მათ 14 დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აუკრძალა და უთხრეს, რომ საჭირო სურსათი მათ ახლობლებს ეყიდათ და კართან დაეტოვებინათ.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ დღეების განმავლობაში ნათესავები და მეზობლები მათ პურს, წყალს და საჭირო ნივთებს აწვდიან.

„ყოველდღიურად პური გვჭირდება. გარეთ გამოსვლა აკრძალული გვაქვს და ყოველთვის ნაცნობების ან ნათესავების შეწუხება გვერიდება. ასე კი მთელი ორი კვირა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერი დაკეტილია, ხალხის შეწუხება გვერიდება ყველას ფინანსური პრობლემები აქვს დღეს“ - ამბობს თვითიზოლაციაში მყოფი ერთ ერთი ოჯახის წევრი

ასეთივე სიტუაციაშია კიდევ ერთი ოჯახი. ისინი დაინფიცირებული ქალის ოჯახთან იყვნენ კონტაქტში. სახლში 5 ადამიანი ცხოვრობს, გვიყვებიან, რომ თვითიზოლაციაში მოუმზადებლად მოხვდნენ. სახლში მომზადებულები არ იყვნენ და ოჯახში საჭირო პროდუქტების მარაგი არ აქვთ.

„რომ გვცოდნოდა, რომ ასე 14 დღე სახლიდან გაუსვლელები ვიქნებოდით ყველა მოვიმარაგებდით პროდუქტებს. ჩვენი მთავრობა იქნებ დაინტერესდეს ჩვენით. პოლიციამ სახლში დარჩითო და ახლობლებმა მოგიტანონ საჭმელებიო. ამაზე გავნერვიულდი. არ ფიქრობენ, რომ სოფლის სხვა ხალებიც იზოლაციაში არიან. სახლიდან არ გადიან და არ მუშაობენ. როგორ დაგვეხმარებიან?“

საკითხის გარკვევე მარნეულის მერთან, ზაურ დარგალთან ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ახალგაზრდულ საკითხებში მერის მრჩეველმა ადილ ალივმა გვითხრა, რომ მერია ამ ოჯახებს აუცილებლად დაეხმარება. სოფლის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტს სია უნდა გადასცეს, რის შემდეგაც მერია ოჯას პროდუქტებს მიუტანს.

რადიო „მარნეული“ სოფლის რწმუნებულთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ჩვენს ზარებს არც ის არ პასუხობს.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები