სოფელ ქუთლიარის მოსახლეობას თერმოსკრინინგი ხელმეორედ ჩაუტარდა

დღეს, 9 აპრილს, თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი სოფელ ქუთლიარის, ბაიდარის, ლეჟბადინის და დიდ მუღანლოს მოსახლეობას ჩაუტარდება.



სოფლის ექიმები დღეს ქუთლიარელებს ტემპერატურას უზომავდნენ.

საკრებულოს დეპუტატმა ომარ ირიშოვმა განაცხადა, რომ ამ სოფლებში თერმოსკრინინგი 8 აპრილიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა ზემოხსენებულ სოფელში განხორციელდება.

მარნეულის მერის განმარტებით, თერმოსკრინინგის პირველი ეტაპი 105 000 მარნეულელს ჩაუტარდა.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდნენ. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

31 მარტიდან, საქართველოში მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობისათვი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები